მაია ნინიძე. ილია ჭავჭავაძის მოთხრობა “ოთარაანთ ქვრივის” შემოქმედებითი ისტორიის სათავეები

ავტოგრაფული ესკიზები

ილია ჭავჭავაძის მოთხრობების: “კაციაადამიანი?!”, “გლახის ნაამბობიდასარჩობელაზედშემოქმედებითი ისტორიების კვლევამ  წარმოჩინა, რომ ისინი სათავეს იღებს მწერლისდაუმთავრებელ მოთხრობებადწოდებულ ჩანაწერებში: “კოლა", “კაკო", “დიამბეგობადამარგალიტი ლექში”. ნაწყვეტზემარგალიტი ლექშიდაკვირვებამ, თავის მხრივ, გამოავლინადიამბეგობისამ ვარიანტის კავშირი 1861-1863 წლებით დათარიღებულ ესკიზებთან: “მარგალიტი ლექშიდაკატო”. მოთხრობასსარჩობელაზედსაფუძვლად დაედო გმირთა სახეები და სიუჟეტის ერთი მონაკვეთი ნაწყვეტებისადიამბეგობადამარგალიტი ლექში”, მაგრამ დღემდე არ იყო შესწავლილი, გამოიყენა თუ არა ავტორმა სადმე დანარჩენი ორი ესკიზის სიუჟეტი და გმირთა სახეები.
ამ ავტოგრაფებზე და ამავე პერიოდში დაწერილ კიდევ ორ ესკიზზე - “გუბედაიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსადაკვირვებამ გვაფიქრებინა, რომ მათში განხილული ცალკეული პრობლემები, ეპიზოდები, დიალოგები და პერსონაჟები, მართალია, არა მკვეთრად, მაგრამ გარკვეული ასპექტებით წააგავს ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობისოთარაანთ ქვრივიცალკეულ ადგილებს და მოქმედ გმირებს. ამიტომოთარაანთ ქვრივისშემოქმედებითი ისტორიის კვლევა სწორედ ხსენებული ესკიზების განხილვით დავიწყეთ - შევისწავლეთ ავტოგრაფები, დავაკვირდით მათ მსგავსება-განსხვავებებსა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას.

ნაწყვეტი, რომელსაც ილიაგუბედასათაურებს, დაახლოებით ერთი გვერდია. მასში ნაჩვენებია ახალგაზრდა ქალის საუბარი ყმაწვილ კაცთან ქალის ოჯახში ისე, რომ გმირთა სახელები ნახსენები არ არის. ასევე ქალ-ვაჟის დიალოგის სახით, მათი სახელების მოუხსენიებლად, არის წარმოდგენილი უმეტესი ნაწილი უფრო ვრცელი ნაწყვეტისაიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. მოქმედი გმირების დაუკონკრეტებელი სახე და აშკარა მსგავსება წინა ნაწყვეტთან მიგვანიშნებს, რომ ესეც იმავე მოთხრობის დაწერის ერთ-ერთი პირველი ცდა უნდა იყოს .

როგორც ტექსტების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, ნაწყვეტში, რომელიც აკადემიური გამოცემის II ტომში მოხსენიებულია სათაურით: “ზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექში”, საერთოდ არ ჩანს ზემოხსენებული მთავარი გმირი ქალი. აქ წარმოდგენილნი არიან მისი მეგობარი ქალბატონი და ნაცნობი ვაჟი. “კატოსსათაურით ცნობილ ნაწყვეტში გმირები საკუთარი სახელებით არიან მოხსენიბულნი. მთავარი გმირის სახელია კატო, მისი მეგობარი ქალისალიზო, ვაჟს კი #144 ხელნაწერის მიხედვით, ალექსანდრე ჰქვია. მკვლევართა მიერ ადრევე იქნა შემჩნეული, რომ ბოლო ორ ნაწყვეტს გარკვეული საერთო ნიშნები გააჩნია. “კატოს” (ავტოგრაფი #144) II თავის დასაწყისი თითქმის ემთხვევა პირველ ფრაზებს მოთხრობისამარგალიტი ლექში”, რის გამოც პავლე ინგოროყვა დაასკვნის, რომL “ეს ნაწყვეტები ერთმანეთის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს”.
აკადემიური გამოცემის II ტომში აღნიშნულია, რომკატოსძირითად ტექსტად მიჩნეული ვარიანტი ჩაწერილია იმავე რვეულში, რომელშიაც ის ტექსტი, რომელსაც მოიხსენიებენ სათაურითზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექშიდა გამოთქმულია ვარაუდი, რომამ ორი თხზულების ერთ რვეულში ჩაწერა შემთხვევითი არ უნდა იყოს და რომ ორივე ერთი ჩანაფიქრის განხორციელებას ისახავდა მიზნად. იქვეკატოსამ ნაწყვეტის შესახებ წერია: ძირითად ნაწილში დაბეჭდილი ტექსტის ხელნაწერი #143 უსათაუროაო. ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ხელნაწერი # 143 წარმოადგენს ხელით აკინძულ რვეულს , რომელშიც ორი უსათაურო და თავებად დაუყოფელი ნაწყვეტია დაბეჭდილი , სათაური კი წერია მხოლოდ რვეულის გარეკანზე. ამიტომ იგი იმდენადვე უნდა ეკუთვნოდესკატოსძირითად ვარიანტად მიჩნეულ უსათაურო ტექსტს, რამდენადაც იმ პირველ ნაწყვეტს, რომელსაც გამომცემელთა მიერ სათაურად მიკუთვნებული აქვს ეს საერთო მინაწერი: “ზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექში”. ვფიქრობთ, მწერლის თხზულებათა პუბლიკაციისას ნაწყვეტისათვის ასეთი სათაურის გაკეთება არ უნდა იყოს სწორი, რადგან სიტყვებიზოგიერთი ხანა მოთხრობისაინფორმაციული ხასიათის მინაწერია, სათაური კი მწერალსვე ბრჭყალებით აქვს გამოყოფილი - “მარგალიტი ლექში”. ამასთანავე, მინაწერიზოგიერთი ხანა მოთხრობისაარ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ ერთფურცლიან ტექსტს. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ შემოქმედებითი მუშაობის ამ ეტაპზე ორივე ნაწყვეტი წარმოადგენდა მოთხრობისმარგალიტი ლექშიეპიზოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხელთ გვაქვს ავტორისეული განზრახვის ამსახველი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაცკატოსტექსტი დაუკავშირდამარგალიტი ლექშისტექტს, უფრო ზუსტად, ავტორმა შეცვალა სათაური.

#  143 რვეულში დაცული მეორე ტექსტი - “კატოგარკვეულწილად უფრო კონკრეტიზირებულია და დახვეწილი, ვიდრე პირველი. აქ მოცემულია გმირთა საკუთარი სახელები და უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი სიუჟეტური დეტალები. ყოველივე ამის გამო, და იმიტომაც, რომ ეს ტექსტი რვეულში პირველის შემდეგ არის ჩაწერილი, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელია. აკადემიურ გამოცემაში ეს ნაწყვეტიკატოსძირითად ტექსტად, ალბათ, იმ მოსაზრებით არის აღებული, რომ იგი უდავოდ ძალიან ჰგავსკატოდდასათაურებულ ნაწყვეტს, რომელიც #144 ხელნაწერშია დაცული.

ამ ორი ავტოგრაფის შედარებიდან ირკვევა, რომ #144-ის ტექსტი #143-ის მეორე ნაწყვეტზე უფრო ვრცელი უნდა ყოფილიყო. აშკარაა, რომ მასში შუიდან ერთი ფურცელია ამოვარდნილი. აკადემიური გამოცემის II ტომში 657- გვერდზე სიტყვებისმერე ისევ ჩაღუ...”- შემდეგ აღნიშნული გამოტოვებული ნაწილი #143-ის შესაბამის მონაკვეთს რომ შევადაროთ, დავრწმუნდებით, რომ ძირითადი ტექსტის 514.8-დან 515.18-მდე მონაკვეთი დაახლოებით იმ მოცულობისაა, რომ მწერლის ავტოგრაფში სწორედ ერთ ფურცელს დაიჭერდა. ფურცლის ამოვარდნაზე მეტყველებს სიტყვის ჩაღუ...” დაუმთავრებლობაც. ეს შეწყვეტილი წინადადება #144-ში ასე იკითხება: “მერე ისევ ჩაღუნავდა თავს და მუშაობდა”. # 144 ავტოგრაფი #143-ისაგან განსხვავებით, თავებადაც არის დაყოფილი და ტექსტი წყდება დაუსრულებელი აზრით, ფურცლის ბოლოში: “როცა იგი წამოიწია სკამიდამ...” რაც იმაზე მეტყველებს, რომ, აქვე იქნებოდა მისი გაგრძელებაც და რომ მომდევნო ფურცელი დაკარგულია.
ამ ორი ავტოგრაფის ჩასწორებებზე დკვირვებამ წარმოაჩინა, რომ რამდენიმე ადგილი, რომელიც #143-ში ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, #144-ში პირდაპირ არის გადათეთრებული. მაგ. გვ. 514-ზექალისათვისშემდეგ #143-ში ავტორს ეწერა ვრცელი წინადადება: “რომელიც იყო იმ ხანებში...”, რომელიც შემდეგ გადაუხაზავს და დაუწერია: ხნდისხან თუ გაიხმაურებდა ვინმე ქუჩაში, ქალი აიღებდა თვს და უნებურად გარდმოხედავდა ქუჩას...” ეს ფრაზა, ოდნავ შეცვლილი სახით (ორიოდე სიტყვაა ჩამატებული) პირდაპირ არის გადატანილი #144 ში, ტექსტზე მუშაობის კვალის გარეშე. საპირისპირო შემთხვევები - #144-ში ნასწორები # 143-ში პირდაპირ რომ იყოს გადატანილი, არა გვაქვს. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ #144 ქრონოლოგიურად #143-ის ტექსტზე გვიანაა დაწერილი. მცირე ვარიანტული სხვაობა ტექსტებს შორის და ის ფაქტი, რომ ორივე ხელნაწერი ერთნაირ ფურცლებზე, ერთნაირი მელნით, ზუსტად ერთ სტილშიფურცლის მარცხენა მხარეს, ვიწრო სვეტად არის ნაწერი, გვაფიქრებინებს, რომ ისინი შესრულებულია დროის ახლო მონაკვეთში. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ვფიქრობთ, რომკატოსძირითად ტექსტად აკადემიურ გამოცემაში #143 ტექსტის ნაცვლად უნდა დაბეჭდილიყო ავტოგრაფი #144, რომელსაც, მართალია, ფურცელი აკლია და უფრო მოკლეც არის, მაგრამ, რაც არის, ის ვარიანტი ავტორის ბოლო ნების გამომხატველია.

დაუმთავრებელი მოთხრობების სავარაუდო ფაბულა და ჩანაფიქრი

გუბისორი მოკლე ნაწყვეტის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალზე (“ქალო, რომელიცა ერთხელ იმედითა ჰყვაოდი) რომელიც მშობლებს უნდა მიეთხოვებიათ ვიღაც უღირსი მდიდარი კაცისათვის (“...საფლავშია, რომელიც შენ მშობლებმა თავის ხელით გაგითხარეს” “შენ იყავ მაშინ გასათხოვარი, ესე იგი, ჯერ გაყიდული არ იყავ"). იმ ყოფას, რომელშიც ქალი აღმოჩნდა, მისთვის დიდი დამცირება და სულიერი ტკივილები უნდა მოეტანა (“მონების, მოთმინების, პირუტყვობის ხუნდი კისრად დაგედებოდა, და ყალბი ოქროს გვირგვინი ქვეყანას აჩვენებდა, რომ ადამიანობა შენი, გათელილი შინ, იყიდა სხვა კაცმა ხელახლად მოსათელავად”) და ბოლოს ფიზიკურადაც უნდა დაღუპულიყო (“შენ ახლა მკვდარი ხარ”). ამას გარდა ჩანს, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი ცდილობდა ამ ქალს დახმარებოდა მშობლების უსიტყვო მორჩილებისაგან და საზოგადოების უაზრო კანონებისაგან თავის დაღწევაში (“დედაშენი, თითქო ნემსებზედ იჯდაო...”; “იმასა ჰგონია, მე თქვენა გრყვნით”; “მორჩილების თოკი ხელთა მდევს... გასწიეთ, თქვე დალოცვილო და გაწყვიტეთ... მე მარტო ერთი მორჩილება ვიცი, საცა გონება უფალია”) და ასევე ჩანს, რომ ქალის დაღუპვის ისტორია მოთხრობილია იმიტომ, რომ ის არ არის ერთეული შემთხვევა (“შენი ამბავი მარტო შენი არ არის... მასში მრავალნი ქალნი აღმოიკითხვენ თავის საკუთარს ამბავსა, რომელსაც გაუვლია და რომელიც მათ თავზედ გარდასასვლელია”) და იმისათვის, რომ სხვა ახალგაზრდა ქალებმა გაითვალისწინონმე ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ამბავმა ერთს სულიერს მაინც აუფეთქა გულში ადამინის გრძნობა”).

ნაწყვეტიდანიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაჩანს, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ასევე ახალგაზრდა ქალია (“მშვენიერო ქალო!”), რომელიც, სავარაუდოდ, ასევე დაღუპულია, რადგან მასზე წარსულშია საუბარი (“წარსულთა დროთა მოგონებამ განმიღვიძა ბევრი რამ იმისთანა, რომლის წარმოდგენითა უკეთესნი ძარღვნი მწყდებიან; სხვათა შორის განმიღვიძა შენი სახეცა, შენი სახელიცა...”). ამაზევე მეტყველებს ნაწყვეტის სათაურად თუ ეპიგრაფად გატანილი ფრაზაც: “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. ამას გარდა, ჩანს, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი და ეს ქალი საუბრობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მათი წრის სულელურ წესებზე - იმაზე, რომ გარყვნილებად მიიჩნევა მამის ნებართვის გარეშე გათხოვება და იმაზე, რომ ამ წესების გადასალახად განათლებაა საჭირო. ეს ნაწყვეტი ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრეგუბედა ამდენად, სიუჟეტის უფრო დიდი ნაწილი ჩანს, მაგრამ მთავარი ჩანაფიქრი, აშკარად, ერთია. უბიწო ახალგაზრდა ქალის ნაძალადევი ჩათრევა ცხოვრებისეულ გუბეში.

როგორც ვხედავთ, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ესკიზებიგუბედაიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაერთი ჩანაფიქრის განხორციელების ცდებს წარმოადგენს, აღვნიშნეთ ისიც, რომ  ტექსტებიმარგალიტი ლექშიდაკატოერთმანეთის გაგრძელებაა. ამჯერად, საჭიროა გაირკვეს, არის თუ არა რაიმე კავშირი ტექსტების ამ ორ წყვილს შორისაც და ემსახურებოდა თუ არა ოთხივე მათგანი ერთი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამის დასადგენად ერთმანეთს შევადარეთ ტექსტებიმარგალიტი ლექშიდაიგი წავადა სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”, რომელთა უმეტესი ნაწილი უკავია დიალოგს ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შორის. აღმოჩნდა, რომ მათი საუბრის თემებიც და თავად აზრებიც საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან:

ორსავე ტექსტში არის საუბარი ქვეყანაში განათლებულ ადამიანთა სიმცირეზე (“აღარ იტყვი, რომ განათლებულები იშვიათნი არიან ჩვენში”// “თუ ჩვენში მცოდნენი და განათლებულნი ცოტანი არიან ან სულ არ არიან...”), უნივერსიტეტდამთავრებულებზე (უნივერსიტეტში, მადლობა ღმერთს, ბევრს მიგვიღია განათლება და ხარისხი... და ეხლა აქ ვაწარმოვებთ ჩვენს სწავლას და ცოდნასა” // “უნივერსიტეტში რას აკეთებდით მაგდენი ხალხი?.. იმას ვაკეთებდით, რომ შინაურობაში წამხდარი გული და ზნეობა ჩვენი ცოტად თუ ბევრად გავისწორეთ, გადავიკეთეთ. ჩვენ ვჯობივართ ჩვენზედ ცუდებს, ეს არის ჩვენი სახელი”), ბოროტების მხილების აუცილებლობაზე (“ბოროტების სიძულილით ხმას ვიღებ” // ყოველს ცუდს გამოაშკარავება უნდა, საქვეყნოდ გამოფენა... დაურიდებლობა და პირში თქმა ჩვენს საუკუნეში ღირსებაა”), ძველი ყაიდის თავად-აზნაურებზე რომლებსაც არა აქვთ მაღალი იდეალები და ამიტომ მხოლოდ ჭამა-სმით და გართობით კმაყოფილდებიან (“შეხედა ერთ კურთხეულ ფაშვიან მებატონესა, რომელსაც სთვლემავდა სკამზედ, თუმცა დროს გასატარებლად მობძანებულიყო... “ოხ! ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა მექნება მე გაღვიძება?” // “ის წრე... იმ სიამოვნებით  კმაყოფილია, რაც მას გარს ახვევია... მეცნიერების სინათლე არ მოხვედრია მათ და თავისი სიამოვნება... ჭამა-სმასა, ტანსაცმელსა და მეჯლიშობას იქით ვეღარ გადუცილებიათ”), ასევე საუბარია იმაზე, რომ განათლებულებიც შორს არიან სრულყოფილებისაგან (“მეც, შენც და სხვანიც, სწორედ მაგისთანანი ვართ” // “ქარაფშუტობა და ფართიფურთობა ყველა კაცის ჭირია საერთოდ... უქმნი თავიდამ ბოლომდინ ყველანი ვართ...”) და რომ განსხვავება მათსა და გაუნათლებლებს შორის ძალზე დიდი არ არის (“ხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სხვადასხვაგვარად გამოსთქვამს თავის თავის და გულის ცარიელობას” // შინაურობაში წამხდარი გული და ზნეობა ჩვენი ცოტად თუ ბევრად გავისწორეთ... ჩვენ ვჯობივართ ჩვენზედ ცუდებს... “შორს არ წასულხართ”) და ბოლოს, განათლებულების შეცდომად წარმოჩენილია ის, რომ ისინი მხოლოდ მხილებით ცდილობენ გაუნათლებელთა გამოსწორებას და არა გვერდში დგომით და ჭეშმარიტ ღირებულებათა მათთვის გასაგებად ახსნით (“განათლება იმაში კი  არა მდგომარეობს, რომ მიწასთან გაასწორო კაცი, რატომ შენც განათლებული არა ხარო, არამედ, როგორც ძმას, რომელსაც არა ჰქონია ბედი განათლებისა, მოჰკიდო მზრუნველი ხელი და დააყენო ფეხზედ... ერთი ჰკითხე იმ საზოგადოების გულცივობაზედ განათლებულს მოჩივარს, თავის სიცოცხლეში უთქომ რამე იმისთანა და იმ რიგად, რომ გაგება შეიძლებოდეს?...” // თქვენ ჩემ წრეს თავი დაანებეთ. იგი განსაკიცხველი კი არ არის, შესაბრალისია... იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულებაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდამ მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა... უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე განკიცხვისა... ქვეყანას გონების გახსნა უნდა, ქვეყანას სწავლა უნდა, ქვეყანას გაზრდა უნდა. თუ რამ შეგიძლიანთ, იმოქმედეთ”).

მართალია, ნაწყვეტებშიმარგალიტი ლექშიდაკატოარ არის ნათქვამი, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა ქალი იღუპება, მაგრამ იმაზე, რომ მას რაღაც დიდი ტრაგედია უნდა გადახდენოდა თავს, მიგვანიშნებს თვით სათაურიმარგალიტი ლექშიდა პერსონაჟის სახეში წინდაწინ გამომკრთალიმსვერპლობისნიშნები:  აქაურს მცხოვრებს დღის სხივი არ უთბობს გულსა და ღამის სიბნელე არ აძლევს მოსვენებასა”, “ეს მშვენიერი საღამო, ეს მშვენიერი, თავისუფლად გადაშლილი ლაჟვარდი ცა, ეს სიგრილე და სისუბუქე ჰაერისა იყო თითქმის უქმი იმ ქალისათვის... იმ გადმოხედვაში ჩანდა, რომ ქალს არაფრის ნახვა არცა სურს და არც იამება”, “ჩემი საწყალი კატო დღე და ღამეს ასწორებს ჩემის შენახვისათვის... ტყუილია, რომ შვილმა ხელზედ ერბოკვერცხი მაიწვასო და ისე გამოზარდოს მშობელი დედაო, მაინც იმის ამაგს ვერ გადიხდისო”.

ამას გარდა შეინიშნება ცალკეული თვისებებისა და მხატვრული ხერხების მსგავსებაც: ორივე ქალი გამორჩეულად გონიერია (“მისი მშვენიერი თვალები და თვით მთელი სახის მეტყველობა ამტკიცებდა, რომ... [პატრონი] ამა შავი თვალებისა ჩვეული იყო ფიქრისა” // “გონიერნი თვალნი მისნი თან სდევდნენ იმ ჭრელს ხალხსა...), ორივეგან განსაკუთრებული აქცენტია პერსონაჟის ერთ თვისებაზე – “კეთილშობილ სიამაყეზე” (“იმის სახის მეტყველება, რაღაც მშვიდობიანის მშვენიერებით და კეთილშობილის სიამაყით სავსე, არას აჩენდა იმისთანასა, რომლითაც მის მაყურებელს შეეძლო ეცნო, რომ იგიც თანაზიარია იმ უგულო მხიარულებისა, რომელიც დიდკაცის შეყრილობაში მეუფებს ხოლმე”. // “თუ გნებავთ სიამაყეც ეწერა სახეზედ, მაგრამ ის სიამაყე კი არა, რომელსაც მამაკვდინებელ ცოდვად ვუხმობთ, არამედ ის სიამაყე, რომელმაც იცის თავისთავის პატივი, რომელიც რა ამაღლებს თავისთავს, არამც თუ ამდაბლებს სხვას, არამედ სხვაც აჰყავს თავის თანასწორად”). ორივე ნაწყვეტის გმირი ყვავილთან არის შედარებული (“ერთს ფანჯარაში ვარდებ შორის მოჩანდა ერთი ცოცხალი ვარდი, ესე იგი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იჯდა სკამზედ და დიდის მეცადინეობით ჰკერავდა რაღაცასა” // “გამოიჭრიტა თავის კუთხიდან, როგორც ია სურნელი და მშვიდობიანი თავის ჩრდილიდანა”). ორივე სახე უკავშირდება სათაურსიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. ეს სათაურიც, თავის მხრივ, გულისხმობს ერთი ვარდის დაჭკნობას და მის ადგილას სხვების მოსვლის იმედის დატოვებას. ამის შესახებ სწორედ ამ ნაყვეტში პირდაპირაც არის ნათქვამი: “წარსულთა დროთა მოგონებამ განმიღვიძა... შენი სახეცა, შენი სახელიცა, რომელსაც არავის ვაუწყებ და რომლის მოგონებითაც განმიცხოველდება ხოლმე უკეთესნი ჩემნი იმედნი კაცის სიწმინდეზედ და სიკეთეზედ”.  რაც შეეხება პრობლემას, რომელიც უნდა წამოჭრილიყო ამ ქალის წინაშე და, რომელზეც, სავარაუდოდ, უნდა აგებულიყო ფაბულა, ნაწყვეტებშიმარგალიტი ლექშიიგი მინიშნებით ჩანს ერთ-ერთი ეპიზოდიდან. ახალგაზრდა ქალი საუბრობს სპექტაკლის შესახებ, რომლის გმირიც ცოლად მიჰყვება მშობლების მიერ შერჩეულ, მაგრამ მისთვის არასასურველ, უღირს კაცს.

ესკიზებიგუბედაიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაშავი ავტოგრაფებია, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელების პირველ ცდებს ჰგავს, “კატოდამარგალიტი ლექშიკი მოცულობითაც უფრო დიდებია, თავებადაც არის დაყოფილი და ენობრივ-სტილისტურადაც უფრო დახვეწილია. ესკიზებშიგუბედაიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაპერსონაჟები უსახელოდ არიან მოხსენიებულნიქალი და ყმაწვილი კაცი (“უბედურად გაჩენილო ქართვლის ქალო”, “ქალო, რომელიცა ერთხელ იმედითა ჰყვაოდი”, “ერთი გასათხოვარი ლამაზი ქალი”, “იმ ქალის ესეთი გაბედვით ლაპარაკი”, “გვერდით მოგჯდომოდა ყმაწვილი კაცი”, თავი დაგენებებინა ყმაწვილკაცისათვის”, “მიუგო ყმაწვილკაცმადა სხვ.). უფრო მეტიც, ერთგან წინდაწინვე გვითხრა ავტორმა, რომ მთავარი გმირის სახელის გამხელას საერთოდ არ აპირებდა: “სახელი... რომელსაც არავის ვაუწყებ”. ამდენად, ესკიზების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გასარკვევად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ავტორს თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა პერსონაჟებისთვის კატო, ლიზო და ალექსანდრე დაერქმია და შემდეგ გადაიფიქრა თუ თავდაპირველად არ აპირებდა მათი სახელებით მოხსენიებას და შემდეგ მოიგონა ეს სახელები. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ძალიან დაგვეხმარა #143 და #144 ავტოგრაფები, რომელთაგან, როგორც კვლევით დადგინდა, 144 უფრო გვიანდელია. # 143 ხელნაწერის იმ ადგილას, სადაც ვკითხულობთ: “ეუბნებოდა ერთი გასათხოვარი ლამაზი ქალი ერთ მოხდენილ ყმაწვილ კაცს, როცა ეს წამოიწია სკამიდამ...”, #144 ავტოგრაფში წერია: “ეუბნებოდა ერთს დღეს ჩვენი ცელქი ლიზო თავის ბიძაშვილს ალექსანდრეს, როცა იგი წამოიწია სკამიდამ...” შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ადრეულია ის ავტოგრაფები, სადაც პერსონაჟები უსახელოდ არიან მოხსენიებულნი.

პირველი ორი ესკიზის მიხედვით მთავარი პერსონაჟი ქალი, რომელიც იღუპებოდა, წარჩინებული წრის წარმომადგენელი იყო და მდიდარი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. ფაბულა უკავშირდებოდა ამ ქალის ბედს, ავტორის სათქმელი კი, უფრო ვრცლად გაშლილი უნდა ყოფილიყო ამ ქალისა და ახალგაზრდა ვაჟის დიალოგებში. მომდევნო ორ ესკიზში, როგორც ჩანს, მოხდა პერსონაჟის სახის ორად გაყოფალიზოდ და კატოდ. ფაბულა დაუკავშირდა კატოს, ავტორის სათქმელი კი გაიშალა ლიზოსა და ალექსანდრეს დიალოგებში. ეს ცვლილება შესაძლოა გამოიწვია იმან, რომ, გონებაგახსნილ და ღრმად მოაზროვნე მთავარ პერსონაჟ ქალს იმდენი საკამათო არ ექნებოდა ავტორისავე პოზიციის გამომხატველ პერსონაჟ ვაჟთან, რომ დიალოგები საინტერესოდ წარმართულიყო.

ზუსტად ასე გაიყო ორად კაკოს სახე მწერლის ადრეული ავტოგრაფებიდანკაკოდაკოლა”. პოემაშირამდენიმე ეპიზოდი ანუ სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამგადავიდა დაუმთავრებელი მოთხრობის გმირის მხოლოდ სახელიკაკო და ის ფაქტი, რომ ის ყაჩაღია, მოთხრობაშიგლახის ნაამბობიკი გადავიდა კაკოს თავგადასავალი, მაგრამ ამ პირს დაერქვა გაბრიელი. ასევე ნაწყვეტებიდანდიამბეგობადამარგალიტი ლექშიმოთხრობაშისარჩობელაზედ გადავიდა ბეჟანის სახელი და თავგადასავალი ქალაქში ჩასვლამდე, დიამბეგობის თემა და დიამბეგის სახე კი გადავიდა მოთხრობაშიგლახის ნაამბობი”, კოლას სახე ესკიზებიდანკაკოდაკოლაგადავიდა მოთხრობაშიგლახის ნაამბობი”, მაგრამ დაერქვა დათიკო და გაწყდა მისი კავშირი თათქარიძეებთან, ლუარსაბის სახე მოთხრობიდანკაკოკი გადავიდა მოთხრობაშიკაციაადამიანი?!”. შესაბამისად, პერსონაჟის სახესთან დაკავშირებული მსგავსი ცვლილებები ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელია.

სათაურის არჩევანი

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ტექსტებიდან ყველაზე გვიანდელი არისკატოსხელნაწერი #144, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სათაურიკატოშესაძლოა, არ იყოს ჩაფიქრებული მოთხრობის სათაურის ყველაზე გვიანდელი ვარიანტი. ამასთან დაკავშირებით მწერლის ბოლო ნების გასარკვევად საჭიროდ მიგვაჩნია, უფრო დაწვრილებით შევისწავლოთ #143 ხელნაწერი რვეული. მის გარეკანზე ილია ჭავჭავაძეს ჯერ დუწერიამოთხრობა”, “მარგალიტი ლექში”, შემდეგ კი ასე გადაუკეთებია: “ზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექში”. სატიტულო ფურცლის ვერსო დაუწერელია. მეორე ფურცლის თავში წერია: “ქართველი იყო, სიყრმითგანვე ობლად რჩენილიდა ზემოთ სათაურივით აწერიაიგი” . არ ჩანს, რომ ამ სიტყვებს რაიმე აკავშირებდეს ზემოხსენებულ ნაწყვეტებთან. სიტყვათა წყობით და მარცვალთა რაოდენობით (14) იგი პოეტური ნაწრმოების ტაეპს უფრო ჰგავს, ვიდრე პროზას . ამ ფურცლის წინ რვეულში, როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი, მჭიდროდ ნაწერი ფურცელი, რომელიც ამოხეულია. ამას მოწმობს მელნის ანაბეჭდები სატიტულო ფურცლის ვერსოზე და ამოხეული ფურცლის მეორე ნახევარი რვეულის ბოლოში.

ამ რვეულში ჩაწერილი ორი ნაწყვეტიდან პირველი მხოლოდ მესამე ფურცელზე იწყება, მეორე კიმეხუთეზე. ავტორს რომ წერა რვეულის გარეკანზე სათაურის გაკეთებით დაეწყო, მაშინ მის მეორე თუ მესამე ფურცელზე სხვა ჩანაწერს არ გააკეთებდა. ამას გარდა, აშკარაა ისიც, რომ სათაური ორივე ნაწყვეტის შესრულების შემდეგ არის დწერილი. ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, მიგვანიშნებს სიტყვები: “ზოგიერთი ხანა”. ამოსაცნობი დარჩა მხოლოდ ერთი რამ, ეს სათაური ნაწყვეტების წერის დასრულებისთანავე გააკეთა მწერალმა თუ მოგვიანებით, მაგალითად, მას შემდეგ, რაც უკვე ჰქონდა დაწერილი კიდვ ერთი ნაწყვეტი #144. ვფიქრობთ, რომ ამ სათაურს ავტორი ვერ დაწერდა #144 ავტოგრაფის დაწერამდე, რადგან იმ ეტაპზე ჩაფიქრებული მოთხრობის სახელად ჯერ კიდევ ჩანსკატო”, აქ კიკატოსტექსტიც და მისი გაგრძელებაც გაერთიანებულია ერთ სათაურში -”მარგალიტი ლექში”. ეს უკანასკნელი რომ ზემოთ ჩამოთვლილ სათაურთაგან ყველაზე გვიანდელი უნდა იყოს, ამაზე მეტყველებს არაერთი ფაქტი:
1.            მოთხრობათა ჩანახატებს მწერალი ხსირად აწერდა ხოლმე მთავარი გმირის სახელს მაგ. “კოლა”, “კაკო”, “გიორგი”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ დატოვებას ფიქრობდა. სათაურს ილია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მას მოთხრობაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე ირჩევდა . ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩაფიქრებული თემისათვის არაჩვეულებრივად შესაფერისი და კარგად მორგებული სათაურიმარგალიტი ლექშიშეეცვალა მთავარი გმირის სახელითკატო”.
2.            სათაურიკატოდა სავარაუდო სათაურიიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაშესაბამისი ნაწყვეტების დსაწყისში პატარა ასოებით წერია, “ზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექშიკირვეულის სპეციალურ სატიტულო ფურცელზე.
3.            ამ სათაურის ქვეშ თვით მწერალმა გააერთიანა ორი სხვადასხვა ნაწყვეტი.
4.            ამ სათაურითვე აპირებდა ილიადიამბეგობისმესამე ვარიანტად ცნობილი ტექსტის და ჩვენ მიერ განსახილველი ნაწყვეტების ერთ სიუჟეტში შეკავშირებას, რასაც მოწმობსდიამბეგობისამ ვარიანტის სათაურიმარგალიტი ლექში” (.2. 632).
ასეთ სურათს იძლევა დაკვირვება მწერლის მიერ ჩაფიქრებული ახალი მოთხრობის ფაბულის განვითარებასა და სათაურის შერჩევაზე.

გუბისა და ლექის თემა და ავტორის ცხოვრებისეული ეპიზოდის ანარეკლი
 განხილულ ესკიზებში

გუბის”, “ლაფის”, “ლექისთემა 60-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ ხშირად გვხვდება ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ და მხატვრულ ნაწერებში, როგორც მოდუნებული, დრომოჭმული, უნაყოფო ცხოვრების მხატვრული სახეები. 1863 წელს გამოქვეყნებულ წერილშისაქართველოს მოამბეზედილია წერდა: დროა ხელოვნებაჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის, იქ ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრ ლექსა და ლაფსა, არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვანსა და არც მეორისა!” როგორც ვხედავთ, თავისი ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილ საპროგრამო წერილში ილია მოუწოდებდა ხელოვნების მსახურთ, რომ თავიანთი ნაწარმოებების თემა რეალური ცხოვრებიდან აეღოთ და არ მორიდებოდნენ არც იმ ლექისა და ლაფის გამომზეურებას, რომელიც ამ ცხოვრების ფსკერზე იყო დაგროვილი. იქვე ჩანდა ისიც, რომ ამ სიბილწის სააშკარაოზე გამოტანა კი არ იყო მწერლის თვითმიზანი, არამედ მისი აღმოფხვრა, რათალაფიდა ჭუჭყი ჩამორეცხილიყო და მარგალიტები გამობრწყინებულიყოჩვენი ცხოვრების სასახელოდ

ამავე წელს დასრულებულ მოთხრობაშიკაციაადამიანი?!” ილიამ აღწერა გმირები, რომლებიც იმდენად შეგუებულნი არიან გუბის და ლექის სულისშემხუთველ გარემოს, რომ ვერც კი გრძნობენ მის დამღუპველ ზემოქმედებას. ასეთები გუბეში ბევრნი არიან და ისინი მის განუყოფელ ნაწილად არიან ქცეულნი, მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, იქ, შიგადაშიგ შეგხვდებათ შემთხვევით მოხვედრილი მარგალიტებიც. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მწერალს ჩაფიქრებული ჰქონოდა ამ ლექში ჩაფლული მარგალიტის აღწერაც, რასაც უნდა მიძღვნოდა ის მოთხრობა, რომლის განსხვავებული დასათაურების ნაწყვეტებიც ზემოთ განვიხილეთ.

ამას გარდა ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ესკიზებისმარგალიტი ლექშიცალკეული ეპიზოდების შინაარსს გარკვეული კავშირი აქვს მწერლის ბიოგრაფიასთან, კერძოდ 1862-1863 წლებთან. 1862 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ გაიცნო მდიდარი თავადის თადეოზ გურამიშვილის ასულიქალთა ინსტიტუტის მსმენელი 19 წლის ოლღა. მათ პირველი შეხვედრისთანავე გაუჩნდათ ერთმანეთისადმი სიმპატია, მალე დაახლოვდნენ და გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ბედი სამუდამოდ დაეკავშირებიათ ერთმანეთისთვის.
ოლღას მამა უარს ამბობდა ილიასათვის ქალიშვილის მითხოვებაზე. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი ის, რომ თავადის კვალობაზე ილია ღარიბი იყო და მეორე კი, ალბათ, ისიც, რომ მას თავისი მართალი, მაგრამ მწარე სიტყვის გამო ძველი თაობის ხალხი მომდურებული ჰყავდა. ამის მიზეზი იყო 1861 წელს ჟურნალცისკრისფურცლებზე მის მიერ გამართული პოლემიკა მამების თაობის წარმომადგენლებთან.

რამდენადაც ადამიანის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი და ზუსტი მემატინე მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობაა, საკითხის ნათელსაყოფად ჩვენც მწერლის პირად წერილებს მივმართეთ. 1863 წლის 18 იანვრით დათარიღებულ წერილში ილია ოლღას სწერდა: “მე მგონია ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი მითვალთვალებს... მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ: მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო, თანაც თქვენთვის მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურდღება წაგართვათ”.
გავიხსენოთ ეპიზოდი ნაწყვეტიდანგუბე”: “შენ იჯექ კუთხეში, გვერდით მოგჯდომოდა ყმაწვილი კაცი, დედაშენი, თითქო ნემსებზედ იჯდაო, ისე ტოკავდა შენი მაყურებელი. ხან თითით, ხან თავის დაქნევით განიშნებდა, ამდგარიყავი და თავი დაგენებებინა ყმაწვილკაცისათვის, რომლის ლაპარაკშიაც გართული იყავი”. მართალია, ოლღას დედა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ მას ჰყავდა გამზრდელი მამიდასიდონია გურამიშვილი-სავარსამიძე, რომელიც, დედასავით მზრუნველი და ფრთხილი იყო.

ნაწყვეტშიიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაქალის შესახებ ნათქვამია: “მამა ნებას არ აძლევს, რომ თავის საყვარელ კაცთან შეერთდეს, რადგანაც ქალის არჩეული კაცი დიდი ჩინების და შეძლების პატრონი არ არის”. აქ გვაგონდება ოლღასათვის მიწერილი სხვა ბარათი: “მინდოდა მამაშენთან მოვსულიყავი... მაგრამ არავის იღებსო... ეს ძველი ხალხი კაცისაგან მოითხოვს ზიზილ-პიპილებს, რაც მე არ გამაჩნია, მოითხოვს ჩინებს, რაიც ბედმა, ჩემივე თხოვნით არ მარგუნა...”

ოლღასათვის მიწერილ კიდევ ერთ წერილში ვკითხულობთ: ისეთი მარგალიტი გაიელვებს შენს სხვა ღირსებათა გვერდით, რომ მისი ყიდვა მილიონებითაც შეუძლებელი იქნება. აქ არ შეიძლება არ გვენიშნოს ქალის, მისი ღირსების მარგალიტთან შედარება და ამ მარგალიტის ყიდვა-გაყიდვის პრობლემა, რაც ძალზე მტკივნეულად დგას ნაწყვეტებში. “გუბისმეორე ვარიანტში ვკითხულობთ: “შენ ჯერ არ იყავ გაყიდული. გყიდდნენ კი, მაგრამ ფასზედ ჯერ მორიგებულნი არ იყვნენ”.
ნაწყვეტშიიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაილია მკითხველს მიმართავს: “საცა ლაპარაკია სულის სიღონეზედ და ადამიანობის ძნეობითს ძალზედა, იქ სახე შენთვის საჭირო არ არის”, ოლღასადმი მიწერილ ბარათში კი ვკითხულობთ: “მე რომ არ მომწონებოდა შენი ზნეობრივი ღირსებები, შენი გონიერება და გული, გინდაც კრეზის სიმდიდრის მფლობელი ყოფილიყავი, პირველსავე პაემანზე შენგან პირს ვიბრუნებდი”.

იმ უგემურს და თითქო ნაბძანებს მხიარულებაში იგი არ ერეოდა... არას აჩენდა იმისთანას, რომლითაც მაყურებელს შეეძლო ეცნო, რომ იგიც თანაზიარია იმ უგულო მხიარულებისა, რომელიც დიდკაცის შეყრილობაში მეუფებს ხოლმე”, წერს ილია ნაწყვეტშიიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. საიდან გაჩნდა ეს განწყობა და ეს ეპიზოდი, ამაზე შეიძლება მიგვანიშნოს 1863 წლის თებერვალში ოლღასადმი მიწერილმა ბარათმა, რომელშიც იგი ოლღას თავის ამბავს უყვება: “მასკარადზე, ჩემო მეგობარო, ისე მოწყენილი ვიყავ, ირგვლივ ისე სულელურად გამოიყურებოდა ყველაფერი და ისეთი მტვერი იდგა, ვერც კი წარმოიდგენ”.

ჩაფიქრებული მოთხრობის ნაწყვეტებში ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, რომ ბევრს არ სიამოვნებს მართალი, პირდაპირი, ეკლიანი სიტყვის მოსმენა. ეს პრობლემაც ძალიან კარგად იყო ცნობილი ილიასათვის. 1863 წელს მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ორი მწვავე კრიტიკული წერილი - “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგანშეშლილისთარგმნაზედადაპასუხი”, რომლებმაც საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია, და იყო ავტორიკაციაადამიანისა?!” ასე რომ, მასაც, ნაწყვეტის გმირის მსგავსად, შეეძლო ეთქვა: “მე იმ წრის განკითხვას დავეჩვიეო”.

საგულისხმოა, რომ ჟურნალსაქართველოს მოამბეში” 1863 წელს პუბლიცისტური წერილების ციკლში შემოყვანილ პერსონაჟს, რომელიც მამათა კონსერვატორულ ბანაკს განასახიერებდა, ილიამ სახელად თადეოზი უწოდა. იხ. “სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. ამ სახელის შერჩევას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ, რადგან პირადი ბედნიერების მიღწევაში თუკი ვინმეს ძველებური აზროვნება და პრინციპები ეღობებოდა წინ ილიას, ეს თადეოზ გურამიშვილი იყო. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ზემოთ განხილული მოთხრობების მთავარი გმირი ქალების სახელებადაც არ იყოს შემთვევით შერჩეული მისი დისლიზასა (ელისაბედი) და ოლღას დისკატოს სახელები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩაფიქრებული მოთხრობის ფაბულა რაიმე კავშირში იყო მათ ცხოვრებასთან. უბრალოდ, ფაქტია, რომ მან ამ ახლობლების სახელები დაარქვა პერსონაჟებს. რამდენადაც ილიასა და ოლღას ურთიერთობა 1863 წლის იანვარში დაიწყო (აპრილში კი მათ უკვე ჯვარი დაიწერეს), ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული ბიოგრაფიული დეტალები ვერ აისახებოდა 1863 წლამდე დაწერილ ესკიზებში. შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი 1863 წელს იყოს შექმნილი.

მარგალიტი ლექშიდაოთარაანთ ქვრივი

ჟურნალსაქართველოს მოამბისდახურვის შემდეგ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ილია იძულებული გახდა სამოქალაქო სამსახური დაეწყო და დიდი ხნით შეეწყვიტა მოთხრობებზე მუშაობა. 1861 წელს დაწყებულიმგზავრის წერილები” 1871 წელს დაასრულა, 1859 წელს დაწყებულიგლახის ნაამბობი” - 1873 წელს, იმავე დროს დაწყებულისარჩობელაზედ – 1879 წელს, ჩაფიქრებული მოთხრობა ლექში ჩაფლული მარგალიტის შესახებ კი, პირვანდელი სახით, მწერალს აღარ გაუგრძელებია. რაკი ჩვენი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო ამ ნაწყვეტების მსგავსებამ ოთხმოციან წლებში დასრულებულოთარაანთ ქვრივთან”, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ დასკვნები იმის შესახებ, თუ რატომ არ ისურვა მწერალმა დაწყებული ფაბულის სრულყოფა და რა საერთო აქვს ამ ნაწყვეტებსოთარაანთ ქვრივთან”, გაგვეკეთებინა მხოლოდ მათი ტექსტების შედარებითი ანალიზის შემდეგ.

წინდაწინვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული ნაწყვეტების დაოთარაანთ ქვრივისფაბულებს თითქმის არაფერი აქვთ საერთო. ჩაფიქრებული ნაწარმოები უნდა ყოფილიყო ამსახველი უმანკო ახალგაზრდა ქალის თავგადასავლისა, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა. ნაწარმოების მოქმედი გმირები უმთავრესად თავადაზნაურობის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ და ძირითადი სიუჟეტური ხაზის ფონზე ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ ამ ფენის განათლებული და გაუნათლებელი, ღარიბი და მდიდარი წრეები.

ტექსებზე დაკვირვებამ წარმოაჩინა, რომ, მიუხედავად სიუჟეტური განსხვავებისა, ამ ნაწყვეტების გმირები ძალიან გვანანოთარაანთ ქვრივისარჩილისა და კესოს მხატვრულ სახეებს. თითქმის ერთნაირია მათი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე. ბევრი დეტალი, რომელსაც ამ ნაწყვეტებში ვხვდებთ, უფრო დახვეწილი და ჩამოყალიბებული სახით გადატანილიაოთარაანთ ქვრივში”. ამიტომ ტექსტების შედარებისას ჩვენც სწორედ ამ საერთო შტრიხებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ნაწყვეტებში ძირითადად იკვეთება ორი მთავარი გმირის სახექალისა და ვაჟისა, რომლებსაც ერთ-ერთ ვარიანტში ლიზო და ალექსანდრე ჰქვიათ და ჩვენც ამ სახელებით განვაზოგადებთ. ამათგან ვაჟი განათლებული ახალგაზრდაა. მისი თავგადასავლის შესახებ არსებულ ნაწყვეტებში არაფერია თქმული, დიალოგის მეშვეობით კი ირკვევა მისი შეხედულებები სხვადასხვა ზოგად ცხოვრებისეულ პრობლემებზე, რომლებიც ძალიან წააგავსოთარაანთ ქვრივისგმირისარჩილის აზრებს. მსგავსების თვალსაჩინოებისათვის გადავწყვიტეთ დავსვათ ცალკეული მწვავე ცხოვრებისეული საკითხები, რომელთა შესახებაც ორივეგან არის საუბარი და იქვე წარმოვადგინოთ ნაწყვეტების გმირი
ვაჟისა და არჩილის დამოკიდებულება მათდამი.

რაკი შესადარებელ მასალაში ორივეგან ფართოდ არის წარმოჩენილი თავადაზნაურობა, პირველყოვლისა, ალბათ, საინტერესო იქნება, ვნახოთ, როგორია ამ გმირების დამოკიდებულება თავიანთი წრისადმი. ალექსანდრეს თავისი წრის თვისებებად მიაჩნია: “უქმობა, ფართიფურთობა, ქარაფშუტობადასხვისით ცხოვრება”. ასეთივე კრიტიკულია არჩილის შეფასებაც: მისი აზრით ისინი არიანდაბლანდულნი”, “დონდლონი”, “დუნენიდა მათიცოცხალი ნახევარიც კი უქმია”.

როგორც ვნახეთ, ორივე გმირი ამახვილებს ყურადღებას უქმობაზე, როგორც ერთ-ერთ დიდ უარყოფით თვისებაზე. საინტერესოა ამ საკითხის საპირისპირო მხარეც, რა აზრისანი არიან ეს გმირები საქმეზე? აქაც მათი შეხედულებები ერთგვაროვანია: “შრომა ცხოვრებაა”, - ამბობს ნაწყვეტების გმირი. ასეთივეა არჩილის აზრიც: “საქმეა სიცოცხლე”.

როგორია ამ გმირთა დამოკიდებულება გაუნათლებელი ადამიანებისადმი? ისინი გრძნობენ, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მათთან შედარებით დაჩაგრულია. ნაწყვეტების გმირი ამბობს: “რადგან მათ განათლება არ მიუღიათ, ჩვენოდენი არ მოეთხოვებათო”. ამავე აზრისაა არჩილიც: “ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძლიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიანდა ამ უპირატესობის გამო ისიც ფიქრობს, რომ განათლებულებს მეტი მოეთხოვებათ. “ჩვენ არ ვარგივართ განათლებულები”, - მიიჩნევს ნაწყვეტების პერსონაჟი. “ისინი მენანებიან, მებრალებიანმე კი ჩემი თავი მძაგს და მეზიზღება”, ამბობს არჩილი.

ორივე გმირი სწორედ იმის გამო ჰკიცხავს თავიანთ წრეს, რომ ამ უპირატესობას არ იყენებენ. “ეგ კიდევ ჩვენზედ უკეთესია: მაგას არა მიუღია და არას გვაძლევს”, ამბობს ნაწყვეტების გმირი ახალგაზრდა ვაჟი. იგივე განწყობა ჩანს არჩილის რიტორულ შეკითხვაშიც: “ჩვენ კი უკეთესები ვართ”?
ამ პერსონაჟების აზრები ემთხვევა იმაშიც, არის თუ არა განათლება საკმარისი ადამიანის სრულყოფილებისათვის. ნაწყვეტების გმირი ამბობს: უნივერსიტეტში მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომჩვენ ვჯობივართ ჩვენზედ ცუდებს”. არჩილის თქმით კი: “უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, მაგრამ მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის”.

საინტერესოა, რა არის ის ნაკლი, რომელიც განათლებით არ აღმოიფხვრება? ალექსანდრე ლიზოს ეუბნება: “მეც, შენც და სხვანიც სწორედ მაგისთანანი ვართ, ხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად გამოსთქვამს  თავის თავის და გულის ცარიელობას”, არჩილი კი კესოსთან საუბარში აღნიშნავს: “გული, ესე იგი ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის... თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს”.

როგორც ვხედავთ, მთავარი მიზეზი ადამიანის გასაჭირისა, რომელსაც განათლებაც კი ვერ შველის, მისი გული ყოფილა, მაგრამ ფიქრობს კი ვინმე მის განწმენდაზე? ორივე გმირის აზრით, ადამიანები უფრო სხვის ცოდვებს ჩხრეკენ და სხვებს განიკითხავენ,. ნაწყვეტების გმირი ამის ასახსნელად მოიშველიებს შექსპირის სიტყვებს: “კაცის აზრისაგან არის ერთი საგანი ცუდი და მეორე კარგიო”. კონტექსტის მიხედვით, აქ ნაგულისხმევია, რომ მანკიერებათა აღმოფხვრასკაცის აზრის განწმენდა უნდა”. ეს აზრი უფრო სრულყოფილად ყალიბდებაოთარაანთ ქვრივში”, სადაც სახვისი ავ-კარგის გარჩევას არჩილი გულის განწმენდასთან აკავშირებს: “ნახევარ კაცად, ნახევარ გულით ცხოვრება სიკვდილია, კდომაა, კდომა ხრწნაა, ხრწნას კი ჩირქი სდის და გასაკვირი არ არის, “რომ ერთმანეთს უჩირქოდ ვერ გადვურჩებით”.

რაკი ეს გმირები ასე ერთნაირად ჭვრეტენ საზოგადოების ავ-კარგს, საინტერესოა, რა აზრისანი არიან, უნდა დაფარონ ის, რასაც ხედავენ თუ უნდა გამოააშკარავონ? “დაურიდებლობა და პირში თქმა ჩვენს საუკუნეში ღირსებაა”, ამბობს ნაწყვეტების გმირი. არჩილი ამასვე ეუბნება კესოს: “მკვახედ, უფერუმარილოდ ლაპარაკს გულქვაობაში ნუ ჩამომართმევ”.

რა აზრია გამოთქმული, ბევრნი არიან თუ არა განათლებულთა შორის მართალი, პირდაპირი ადამიანები? ალექსანდრე ამბობს: “ერთი ჰკითხე იმ საზოგადოების გულცივობაზედ განათლებულს მოჩივარს, თავის სიცოცხლეში უთქომ რამე იმისთანა და იმრიგად, რომ გაგება შეიძლებოდეს”? იგივე წუხილი ჩანს არჩილის სიტყვებში: “რა დადის ეხლა ჩვენ შუა? მარტო ერთი პტყელი ენა მწიგნობარისა და რად უნდა გვიკვირდეს, რომ ერთმანეთისა არა გვესმის რა”.

როგორც ნაწყვეტებში, ისე მოთხრობაში, მტკივნეულად არის წამოჭრილი საზოგადოების გათიშულობის პრობლემა. ალექსანდრე ამასმონების ჯაჭვსუწოდებს და მიაჩნია, რომ მის გაწყვეტას სულის ღონე უნდა. არჩილი ამ გამთიშველ ძალასგვარიშვილობის ცხრაკლიტედ”, “მაგარ კედლადდასისხლხორცის ქვითკირადმოიხსენიებს, რომელსაც აქცევენ და ვერ წაუქცევიათ.
როგორც ვხედავთ, ნაწყვეტებში წამოჭრილ თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე მათი მთავარი გმირი ვაჟისა და არჩილის აზრები არსებითად ერთნაირია. ამ გმირთა შეხედულებები მნიშვნელოვანწილად გამოხატავს თვით ავტორის პოზიციას. მათშივე ჩანს ის ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ჩანაფიქრს.

ახლა შევადაროთ პერსონაჟ ქალთა სახეები. ორივე მათგანი საკმაოდ განათლებული და თავისუფლად მოაზროვნეა. ცალკეულ საკითხებში  მათი აზრები არ ემთხვევა თანამოსაუბრე ვაჟებისას და, ჩვენი აზრით, ორივე შემთხვევაში სწორედ ეს დაპირისპირება არის საფუძველი საინტერესო დიალოგებისა.
ლიზო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას. ის ამბობს: “რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონეთ მარტო ცოდნა და განათლებაა”, სხვის კეთილდღეობაზე, საზოგადო განვითარებაზე ადამიანები იმიტომ არ ზრუნავენ, რომმეცნიერების სინათლე არ მოხვედრიათ”, “არა ღონე არ ექნება გაუნათლებელს კაცს თავის ჯაჭვის დასამტვრევლად”. როგორც ჩანს, საზოგადოების მანკიერებათა აღმოფხვრის საშუალებად კესოსაც განათლება მიაჩნია. ის არ იზიარებს არჩილის კრიტიკულ შენიშვნას: რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, “თითქო ჭკუა თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოსდა ამას წიგნების აბუჩად აგდებას არქმევს. გიორგისათვის დასმული კითხვით: “იცი კი დადგმა თივისა?” კვლავ გამომჟღავნდა რა არ იცოდა თავად კესომ. მას არ ესმოდა, რომ ცოდნა მარტო წიგნებიდან არ მოდის, რომყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია”, “ყველა გონიერი კაცი, თუნდაც უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობრისთვისაც კი ოსტატია”.

ნაწყვეტების გმირი ქალი არ ეთანხმება ვაჟის სიტყვებს: “შრომა - ცხოვრებაა, ცხოვრება - სიამოვნება”. იგი დარწმუნებულია, რომშრომა კაცის ბუნებასა სძულსდა რომ ის მხოლოდ ღონისძიებაა რაიმეს მისაღწევად. “ეგრე რომ არ იყოს, ნაცარქექიობაც შრომა იქნება და, ჩვენი აზრით, იგივე ნაცარქექიობა, ვითარცა შრომა, ცხოვრება იქნება და ის ცხოვრება - სიამოვნება”, - ეუბნება იგი ვაჟს.

არც კესოს მოსწონს არჩილის სიტყვები: “საქმეა სიცოცხლე, ეს არის იმათი კარგი და ამით გვჯობნიან”. თუ ლიზოს უაზრო შრომის მაგალითად ნაცარქექიობა ახსენდება, კესო ნადირებთან ახდენს შედარებას: “ნადირი კი არ დაძრწის დილიდამ საღამომდე საჭმლის საშოვნელად? ჰშიან და, რომ ამისთვის ხელ-ფეხსა სძრავს, საქებ-სადიდებელია?! ადამიანს ადამიანობა უნდა ემჩნევოდეს”.

ამ ქალების სიცოცხლით აღსავსე, ბუნებრივი სახეების საჩვენებლად ილია არა მხოლოდ აგვიწერს მათ ერთნაირ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი, არამედ ერთსა-და იმავე  მხატვრულ ხერხსაც მიმართავს ხასიათების გამოსაკვეთად. ლიზო და კესო ერთგან თანამოსაუბრეს აზრს აწყვეტინებენ და განაწყენების გამომხატველ რეპლიკას ჩაურთავენ. მათი უკმაყოფილების მიზეზია მამაკაცების დამოკიდებულება ქალებისადმი. ესკიზების გმირი ვაჟის სიტყვებზე: “იქნება ვერ გაიგოთ...” ლიზოს რეპლიკა ასეთია: “იმიტომ ხომ არა, რომ მამა-პაპის თქმულებისამებრ დედაკაცს თმა გრძელი აქვს და ჭკვა მოკლე”. არჩილის სიტყვებს: “თქვენ, ქალები, ამით გვჯობიხართ მამაკაცებს...”  კესო ასე აგრძელებს: “რომ ცრემლს, გვინდა თუ არა, წყალსავით ვღვრით ხოლმე...”

როგორც ვხედავთ, მოთხრობისა და ესკიზების ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი მსგავსება აღმოჩნდა გმირ ქალებს შორისაც, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ არა მხოლოდ  ლექში მოხვედრილი მარგალიტის ჩანაფიქრი, ახალგაზრდა ინტელიგენტი ქალ-ვაჟის სახეებიც, რომლებიც საბოლოოდოთარაანთ ქვრივშიჩამოყალიბდა, სწორედ ხსენებულ ნაწყვეტებში იღებს სათავეს.

ახლა კვლავ მივუბრუნდეთ ჩვენ მიერ უპასუხოდ დატოვებულ კითხვასრატომ არ სრულჰყო მწერალმა სამოციან წლებში დაწყებული მოთხრობა იმავე ფაბულით? მოთხრობაში, რომლის ჩანახატებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ილიას უნდოდა შეექმნა იდეალური ქართველი ქალის სახე . ეს ჩანს მისი ამაღლებული მიმართვებიდან ამ გმირისადმი: “მშვენიერო ქალო, წარსულთა დროთა მოგონებამ განმიღვიძა ბევრი რამ იმისთანა, რომლის წარმოდგენითაც უკეთესნი ძარღვნი მწყდებიან”; “შენს ცხოველს სახეს ცხოველის სულის მღვიძარება ცეცხლს უკიდებდა”; “მე შენ პატივს გცემდი ვით უკეთესსა დედაკაცსა...”

ასეთად იყო ჩაფიქრებული ნაწყვეტების მთავარი გმირი, მაგრამ როდესაც შემოქმედებითი ძიებისას, დიალოგებისა და სიუჟეტის დახვეწისას მწერალი ჩაუღრმავდა მის სახეს, როგორც ჩანს, ვერ დაკმაყოფილდა, არ მიიჩნია იგი დამაჯერებლად. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ გმირის სახეს იგი ერთი ნაწყვეტიდან მეორეში თანდათან ცვლიდაჯერ 16 წლის გულუბრყვილო გოგონად იყო წარმოდგენილი (“გუბე”), შემდეგ გონიერ და მოაზროვნე ქალიშვილად (იგი წავადა სხვა მოვა...”), ბოლოს კიინსტიტუტდამთავრებულ, განათლებულ გასათხოვარ ქალად, რომელიც იძულებულია ფიზიკური შრომითკერვით ირჩინოს თავი (“კატო”, “მარგალიტი ლექში”). პირველი ორი ტექსტის მიხედვით, მის გაუბედურებაში მშობლებს მიუძღოდათ წვლილი, ბოლო ორის მიხედვით კიდედამისი (მეორეგან ბებია) კეთილშობილი, მშრომელი ადამიანია.

მწერალი ალბათ ცდილობდა, რომ ჩაფიქრებული იდეალიზირებული გმირისათვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა (დადებითი პერსონაჟის შექმნა უფრო რთულია, ვიდრეუარყოფითის, რადგან ძნელია ხელოვნურობისა და პათეტიკურობისათვის თავის არიდება), მაგრამ, როგორც ვხედავთ, ბოლოს საერთოდ გადაიფიქრა მისი სახის სრულყოფა და ამ ფაბულის გამოყენება. ჩვენი აზრით, მწერალი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იდეალური ქართველი ქალის სახის შესაქმნელად მოთხრობის გმირი სხვა, უფრო ბუნებრივი, ეროვნული, სუფთა გარემოდან უნდა აერჩია და არა ქალაქის განათლებული თავადაზნაურობიდან. მისი ასეთი განწყობა კარგად ჩანს არჩილის სიტყვებში: “მაშ რა სწნავს იმისთანა კაცურ-კაცს, როგორიც გიორგი იყო, ან იმისთანა დედაკაცს, როგორიც ოთარაანთ ქვრივია? მაგისთანა პური მარტო იმათს თორნეში-ღა ჰცხვება, ჩვენი თორნე კი მარტო ჩვენისთანა კუტ პურს აცხობს”.

კატოსნაირი გმირი ალბათ ვერ იქნებოდა ისეთი ცოცხალი და დამაჯერებელი, როგორებიც ოთარაანთ ქვრივი და გიორგი არიან, უსიცოცხლო, მოგონილ პერსონაჟებს კი, რაგინდ იდეალური თვისებებიც არ უნდა ჰქონდეთ მიწერილი, არასდროს შეიყვარებს მკითხველი.

ოთარაანთ ქვრივისდაწერის წელსვე (1886 წელს) გამოქვეყნებულ ერთ-ერთ თეატრალურ მიმოხილვაში, სადაც ილია განიხილავდა მთავარი გმირი ქალის სახეს, სწორედ ამასვე აღნიშნავდა: ამ გმირს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ასეთ ქალები ჩვენს ირგვლივ არ არიან და ამიტომ არადამაჯერებელიაო . პიესის მიხედვით ეს ქალი ქმარს აუხირდება, რატომ რაინდი არა ხარო და მთელი სიუჟეტი ამ კონფლიქტზეა აგებული. ილია სვამს კითხვას: “შესაძლოა, ამისთანა მიზეზი წარმოსდგეს იმ ქალის გულისნადებთაგან, რომელიც ჩვენებურს ინსტიტუტშია გაზრდილი?” და უარყოფითად პასუხობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მის თანამედროვე მაღალი წრის ქალებს მამაკაცთა გარეგნული მორთულობა უფრო ხიბლავს, ვიდრე მათი საგმირო საქმეები. იგი ხედავს, რომ მის თანამედროვე ქალსარ ძალუძს ოტელო შეიყვაროს მარტო საგმირო საქმეების გამო”. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რატომ აღარ სრულჰყო ილიამ კატოს სახე და რატომ შეცვალა სამოციან წლებში დაწყებული მოთხრობის სიუჟეტი.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ილია ჭავჭავაძის მოთხრობებთან დაკავშირებით მივდივართ რამდენიმე ზოგად დასკვნამდე:
ნაწარმოების ჩანაფიქრი ჩნდება მაშინ, როდესაც მწერალს კონკრეტულ აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით აქვს მნიშვნელოვანი სათქმელი.
გმირთა სახეების შერჩევა ესადაგება ამ სათქმელს.
გმირთა სახეების ხორცშესხმის პროცესში ხდება თავდაპირველი ფაბულის კორექტირება.
წერის დროს ხშირად იცვლება სათაურები და მისი საბოლოო ვარიანტი ხშირად ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქმნება.

დედუქციით რომ მივყვეთ მწერლის მიერ განვლილ შემოქმედებით გზას და თვალი მივადევნოთ ნაწარმოების ჩამოყალიბების პროცესს, ბოლოს მივალთ იქამდე, რომ ის იმპულსი, რომელიც გამოკვანძავდა ხოლმე მის გონებაში ახალ მხატვრულ ჩანაფიქრს, იყო ეროვნული პრობლემები და მამულიშვილური სატკივარი. სწორედ მასზე შენდებოდა შემდეგ ყოველივე. ამიტომ, ჩვენი აზრით, ამა თუ იმ თხზულების გენეზისის სათავედ უნდა მივიჩნიოთ არა ფაბულის, გმირთა სახეების ან სათაურის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების დრო, არამედ იმ იდეის გაჩენის მომენტი, რომლის ამოთქმაც სურს მწერალს ამ ნაწარმოებში და რომელიც წარმართავს  მის შემდგომ შემოქმედებით მუშაობას, რაგინდ ხანგრძლივი და ცვალებადიც არ უნდა იყოს ის.

თუ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინოთარაანთ ქვრივისშემოქმედებითი ისტორიის განხილვა უნდა დავიწყოთ სწორედ ზემოთ განხილული ნაწყვეტების შექმნის ისტორიით და მწერლის ჩანაფიქრის სათავედ, მისი სათქმელის მთავარ ტკივილად უნდა მივიჩნიოთ ის გუბე და ლექი, რომელიც ცდილობს თავის სიბილწეში ჩაითრიოს სუფთა და უმანკო მარგალიტები. სიტყვებიგუბედალექიარცოთარაანთ ქვრივშიგვხვდება და არც მოთხრობაშისარჩობელაზედ”. ის სატკივარი, რომელიც ამ სახეში ჰქონდა მწერალს წარმოჩენილი, ორივეგან ადამიანთა ერთგვაროვანმა მასამ შეცვალა.

ჩვენ მოთხრობისსარჩობელაზედშემოქმედებითი ისტორიის განხილვის დროსაც ვისაუბრეთ ამ მოჩვენებითად გულშემჭირვე მასის შესახებ, რომელიც ვითომ ყველას თანაუგრძნობს, ყველა ებრალება, გულზე ხელს ირტყამს და ვიშვიშებს, მაგრამ რომლის გულიც არასდროს ცრემლს არ წამოღვრის. ეს ის მასაა, რომლიდანაც, როგორც ცარიელი ქვევრიდან, ყველა ერთმანეთის ჩაძახილს ამოიძახებს ხოლმე ისე, რომ არც გულში გაატარებს ნათქვამს და არც გონებაში. ეს მასა, როგორც სიყალბისა და სიცარიელის განსახიერება, “ოთარაანთ ქვრივშიც”, ისე, როგორც მოთხრობაშისარჩობელაზედ”, ფონს უქმნის ყოველგვარ უბედურებას. იგი დგას გიორგის კუბოსთან და ერთობა მისი და კესოს სიყვარულზე შეთხზული ჭორებით; იგი ახვევია გარს ოთარაანთ ქვრივის ცხედარს და მასალას ეძებს ახალი სალაყბოსათვის.  გაიბა ლაპარაკი... მითქმა-მმოთქმაში დაავიწყდათ, რომ მკვდარს პატრონობა რამ უნდა. ყველას ის ეხარბებოდა, “ერთი გავიგო, ვინ რას ამბობს, - და საცა ჯგუფს დაინახავდა, ან ლაპარაკის ხათხათს ყურს მოჰკრავდა, იქ გარბოდა და მიეშურებოდა... დამტირებელი კი არავინ იყო”, - ამბობს მწერალი.

ოთარაანთ ქვრივშიმხოლოდ გიორგისა და ქვრივის ტრაგედია არ არის ნაჩვენები, ისევე, როგორც მოთხრობშისარჩობელაზედბეჟანისა და მისი ძმისა. ამ ნაწარმოებებში ცალკეულ გმირთა ტრაგედიაზე უფრო დიდი სატკივარი სწორედ გაუცხოებული, გულგაგრილებული, უსახურ მასად ქცეული ხალხის სახეშია წარმოჩენილი. ცალკეული ზნესრული ადამიანების განწირულება და ხალხის ასეთ მასად ქცევა არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელიც და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაც.

ცვლილება გმირთა სახეებში

როგორც ზემოთ ღვნიშნეთ, ოთხმოციან წლებში ილია ჭავჭავაძე მიუბრუნდა თავის ძველ ჩანაფიქრს და განაახლა მუშაობა მოთხრობაზე, რომელშიც ერთმანეთისადმი გაუცხოებული, გულგაგრილებული, ლექად ქცეული საზოგადოების ფონზე ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანის ტრაგიკული ბედი უნდა აესახა. მან აღარ განავრცო ესკიზების მთავარი გმირისკატოს სახე და მოთხრობის ახალი ვერსიის ახალი გმირებისოთარაანთ ქვრივისა და გიორგის სახით ქართული რეალობისათვის ბევრად უფრო შესაფერი და დამაჯერებელი სახეები შექმნა. ესკიზების მთავარი გმირის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრეთ, ამჯერად კი შევეცდებით, თვალი მივადევნოთ ახალ პერსონაჟებს და მათ მიკროსამყაროს.

ოთარაანთ ქვრივისგმირებიოთარაანთ ქვრივი და გიორგი პრინციპულად განსხვავდება ილია ჭავჭავაძის მიერ პოემაშირამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამდა მოთხრობებშიკაციაადამიანსა?!” დაგლახის ნაამბობშიშექმნილი გლეხთა სახეებისაგან. იქ მწერალმა შექმნა ამ სოციალური ფენის ტიპიური სურათები: კაკო, ზაქრო, გაბრიელი, თამრო, პეპია, გიტო და სხვანი, ოთარაანთ ქვრივის გმირები კი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩევა. ოთარაანთ ქვრივი და გიორგი არ არიან ჩვეულებრივი გლეხები. ისინი რთული, დინამიური პიროვნებები არიან და არა სტერეოტიპული სახეები. არც არჩილი და კესო არიან თავადაზნაურობის ტიპიური წარმომადგენლები. ასეთი, ინდივიდუალური პერსონაჟების შექმნა მწერალს დასჭირდა იმისათვის, რომ მთელი სიღრმითა და სისავსით ეჩვენებინა ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე ცვლილებები, მის გულში დაბუდებული ცოდვა-მადლის ჭიდილი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკვე მოგვარებული და წარსულად ქცეული წინააღმდეგობებიც კი ადამიანთა გულებში და მათ ფსიქიკაში ამ საკითხების გადაჭრის შემდეგაც დიდხანს განაგრძობს არსებობას. ამიტომ მწერალი ამჯერად ყურადღებას ამახვილებს არა იმდენად სოციალურ ბარიერებზე, რამდენადაც ზნეობრივ პრობლემებზე და სოციალურ სინამდვილეს წარმოგვიჩენს გმირთა შინაგან სამყაროზე, მათ ზნეობრივ სახეზე დაკვირვების გზით.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი, საკუთარი სოციალური ფენისათვის არასტერეოტიპული, სახეების შექმნის მცდელობები პირველად სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში დაწერილ ზემოთგანხილულ ავტოგრაფებში გვხვდება. პერსონაჟი, რომელსაც ბოლო ესკიზებში კატო ეწოდა, აშკარად არ ჰქონდა ავტორს ჩაფიქრებული სტერეოტიპულ სახედ. ამას მოწმობს თუნდაც მისი შედარება მარგალიტთან, მაშინ, როდესაც მისი გარემომცველი გარემოლექადარის სახელდებული. არც ლიზო და ალექსანდრე ჩანან თავადაზნაურობის ტიპიურ წარმომადგენლებად. მათი საზოგადოებრივი ინტერესები, პრობლემურ საკითხებზე პასუხების ძიება, კრიტიკულობა, პირდაპირობა და აქტიურობა ახასიათებდა მხოლოდ თავადაზნაურობის ახალი, პროგრესულად მოაზროვნე წრის საუკეთესო წარმომადგენლებს. არა ფაბულით და სათაურით, არამედ სწორედ ამ ამ განზრახვით უნდა მივიჩნიოთ ესკიზები: “გუბე”, “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”, “კატოდამარგალიტი ლექშიმოთხრობისოთარაანთ ქვრივიშემოქმედებითი ჩანაფიქრის სათავეებად. სტერეოტიპული სახეებიდან პიროვნებების წარმოჩენაზე გადასვლამ გამოიწვია ხასიათის ფსიქოლოგიური სიღრმეების უკეთ წარმოჩენა.

ადამიანი იმდენად რთული ფენომენია, რომ იგი ხშირად საკუთარი თავისთვისაც კი გამოცანაა. მით უფრო ძნელი შესაცნობია ლიტერატურული გმირი. ცალკეულ პერსონაჟთა ხასიათის გახსნას არა მხოლოდ ლიტერატურულ-კრიტიკულ, არამედ სპეციალურ ფსიქოლოგიურ დაკვირვებებსაც კი უძღვნიან. ვლადიმერ ნორაკიძე წიგნშიხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურაოთარაანთ ქვრივის შესახებ წერს: “მასში მარად მიმდინარეობს ჯანსაღი, მღელვარე, ემოციური ცხოვრება, მაგრამ გარესამყაროსთან ამ ადამიანის დამოკიდებულება განსაზღვრულია არა ემოციებით, არამედ ფსიქიკურის მეორე დონითნებელობის მიზნებით, მოვალეობით”.

გმირის ხასიათის შესაცნობად ყველაზე კარგი ორიენტირი თვით ტექსტზე დაკვირვებაა. ამ დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ავტორი ამ პერსონაჟის ქცევის მოტივაციას სხვაგვარად წარმოაჩენს. ამის საუკეთესო მაგალითია ის ეპიზოდი, როდესაც ქვრივმა გლახაკს საქალამნე ტყავი უყიდა. მას ამ კაცისთვის მოწყალება უკვე მიცემული ჰქონდა (უხეშად რომ ვთქვათ, მოვალეობა უკვე მოხდილი ჰქონდა), მაგრამ როდესაც თვალი მოჰკრა მის დახეთქილ ფეხებს, აშკარად შეეცოდა. ამიტომ მოაბრუნა უკან და ამიტომ უყიდა მას საქალამნე ტყავი. ქვრივს ძალიან არ უნდოდა გიორგის შინიდან წასვლა. მას შეეძლო შვილისთვის ამის გაკეთება დაეშალა ან დათანხმებულიყო არჩილის წინადადებას და მისთვის ეთქმევინებინა უარი, მაგრამ აქაც იგი იქცევა არა საკუთარი ნებელობის მიხედვით, არამედ გრძნობის კარნახითშვილის სურვილს და სიტყვებს უწევს ანგარიშს: “მეც შემიბრალე, ადამიანი ვარო”. აქ რომ ნებელობას და მოვალეობას ეთამაშა მთავარი როლი, პატივმოყვარე დედაკაცი ითაკილებდაჩემი ოჯახის შვილს მოჯამაგირეობა როგორ ეკადრებაო და არ დათანხმდებოდა გიორგის. სწორედ შვილის სიყვარულმა და მისმა თანაგრძნობამ გადააწყვეტინა, რომ წინ არ აღდგომოდა მის სურვილს. ყოველ კვირას, ქმრის თოფ-იარაღის წმენდისას ცრემლებს იმიტომ ღვრის, რომ ქმარი ისევ უყვარს. როგორც ვხედავთ, თითოეულ განხილულ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ ოთარაანთ ქვრივის მოქმედებები გრძნობებით არის განპირობებული და არა მოვალეობით .

სიბრალული და სიყვარული ანუ გრძნობა უდევს საფუძვლად გიორგის ქმედებებსაც: ჯერ კიდევ პატარას, დაჩაგრული და ატირებული ბავშვი შეეცოდა და იმიტომ ეჩხუბა მასზე უფროს ბიჭს. სახლი იმიტომ დატოვა და მოჯამაგირედ დადგა, რომ საყვარელ ადამიანთან სიახლოვე უნდოდა. ოთარაანთ ქვრივი და გიორგი ჭკვიანი, გონიერი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ყოველთვის გულის კარნახით მოქმედებენ - “მინამ ჭკუა ეტყვისდაჭკუა ურჩევს”, მათმაგულმა იცის, რა ჰქმნას”. ქვრივს რომ თავის საქმეებში გონებით ეხელმძღვანელა, ერთი ქათმის გულისთვის თუმანს არ დახარჯავდა და გუბერნატორთან წასვლით თავს არ შეიწუხებდა. მას სამართლიანობა უყვარდა და იმიტომ გაისარჯა. “ასევეა გიორგიც, მართალია, უჯრა-უჯრა ჩაყრა ვაზისა წიგნებში არ ამოუკითხავს, მაგრამ რომ გაიგო, კახეთში ვიღაცას ასე დარგული ვენახი აქვსო, “გული არ დაუდგა”, ვიდრე არ წავიდა და არ ნახა, რადგანსაქმის გულით ამყოლი იყო”. მიუხედავად ასეთი სამართლიანი, გულმოწყალე და მოსიყვარულე ბუნებისა, ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის თანასოფლელებიგიჟებს”, “გადარეულებსდაახირებულებსუწოდებენ იმიტომ, რომ თავად სხვანაირები არიან და არ ესმით მათი. ეს დაპირისპირებაც მასასა და პიროვნებასლექსა და მარგალიტს შორის, ზემოხსენებული ავტოგრაფული ესკიზებიდან იღებს სათავეს, მაგრამ ესკიზების იმ ტექსტებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, არ იკვეთება ავტორის აზრი, რომ ადამიანთა შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა პირველ რიგში გულია და არა გონება. არჩილი ერთგან ამბობს: “გული, ესე იგი ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის, ან არის და დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს, თუ მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ ღა ვკითხულობთ ერთმანეთს. აქ ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელი სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად. გული რა არის? მარტო ერთად-ერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა. გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს. ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის, მაშასადამე, გულიცა. თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა. უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისათვის. სად არის ის სხვა? წყალგაღმაა, შორს... შორს... მაშ რაღად გვიკვირს, რომ იქიდამ ვეღარ გვხვედვენ, ჩვენი აღარა სჯერათ-რა... კეთილიც კი. მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას, ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელიადა აღიარებს: “ენით ვაქცევთ (ჩვენ შორის აღმართულ კედელს ..), გული კი ებღაუჭება”.

ადამიანი ძლიერი პიროვნება უნდა იყოს, რომ  ლექადქცეული მასის კანონებმა და ქცევამ მასზე გავლენა არ იქონიოს. ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დადგა მოთხრობაშისარჩობელაზედ”, სადაც მოხუცმა პეტრემ ვერ გაუძლო შინაგან ბრძოლას, აჰყვა მასას და მისი ნაწილი გახდა, მაგრამ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ამ მასისგან განსხვავებულად იქცევიან და ემიჯნებიან მას, პირველად ოთარაანთ ქვრივში შეიქმნა.  უდიდესი ტრაგედიის დროსმომაკვდავი შვილის სარეცელთან და შემდეგ მის ცხედართან, როდესაც მთელი სოფელი აყვედრის არჩილსა და კესოს გიორგის დაღუპვას, მიუხედავად იმისა, რომ  მომხდარი უბედურება ყველაზე მეტად მას სტკივა, ქვრივს ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდება მათ გასაკიცხად. 60-იანი წლების დასაწყისის ესკიზშიიგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსამთავარი პერსონაჟი მსჯელობს სპექტაკლის გმირის შესახებ, რომელსაც მამა უკრძალავს საყვარელ ადამიანზე  გათხოვებას და ამბობს: “ის სულელი ქალი სცენაზედ იტანჯება მისთვის, რომ მისი სულელი მამა ნებას არ აძლევს, რომ თავის საყვარელ კაცთან შეერთდეს, რადგანაც ქალის არჩეული კაცი დიდი ჩინების და შეძლების პატრონი არ არის. მე ვიცი, რომ ამ ტეატრში ორი კაციც არ იპოვება, რომ მამა არ გაამართლონ. საკვირველი კია, თითონ გონების დაუკითხავად დაიხატვენ ხოლმე კაცის ღირსების სახეს და ვინც იმ დახატულობით აღტაცებაში არ მოდის, არ მოსწონთ. რად იკლავს ის სულელი ქალი თავს, წავიდეს, თითონ დაიწეროს ჯვარი. მაგრამ სულელს ეშინიან, გარყვნილობაა მამის უნებურად გათხოვებაო, - ეს არის რიგიანის ზრდილობის დასკვნა. კაცის ბედნიერება ისეთი ძვირფასია, რომ მაგისთანა წვრილმანის წესიერებით არ უნდა შებრკოლდეს, მაგრამ ნახეთ, რა გავლენა აქვს დამდგარს და ცხოვრებაში მიღებულს სულელობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს ის ქალი იმას შეირთავს, ვისაც მამა ურჩევს და, თუ ავტორი უხეირო მწერალია, ამ მამის ქცევას ქებას შეასხამს. – იმისათვის, რომ კაცმა მონების ჯაჭვი გაწყვიტოს, სულის ღონე უნდა. იმ ქალს ეგ არა აქვს”. ცხადია, პერსონაჟი, რომელიც ასეთ შეფასებას აძლევს თავის გარემოს, ემიჯნება მას. გმირის ეს თვისება ჩანს დანარჩენ სამ ესკიზშიც. როგორც ვხედავთ, ინდივიდუალური და არა ტიპიზირებული ხასიათის შექმნის პირველი კონტურებიც  60-იანი წლების დასაწყისის ამ ესკიზებში იკვეთება.

No comments:

Post a Comment