მაია ნინიძე. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “სარჩობელაზედ” ტექსტის ბოლო ვარიანტზე მუშაობის პროცესი

სამწუხაროდ, მოთხრობისსარჩობელაზედტექსტის სიუჟეტური და ენობრივ-სტილისტური დახვეწის პროცესზე დასაკვირვებლად წყაროები მცირე რეოდენობით მოგვეპოვება. ჩვენამდე არ მოუღწევია ამ მოთხრობის არც ავტოგრაფს და არც ადრეულ ესკიზებს  სათაურებითმარგალიტი ლექშიდა დიამბეგობა. ხელნაწერი, რომელიც ხალნაწერთა ეროვნულ ცენტრის ილია ჭავჭავაძის საარქივო ფონდში # 151-ით არის დაცული და მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის (ოცტომეული) მეორე ტომში ავტოგრაფად მოიხსენიება, არის არა ავტოგრაფი, არამედ ჟურნალივერიიდანუცნობი პირის მიერ გადაწერილი ასლი, ავტორისეული ჩარევისა და ყოველგვარი შესწორებების გარეშე, რის გამოც ამ ხელნაწერს ტექსტოლოგიური კვლევისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს .
ამდენად, ჩვენს ხელთ არსებული ორი ნაბეჭდი წყაროს (. “ივერია” 1879, #2 და თხზულებანი, 1892, . III) ურთიერთშედარებით შეგვიძლია გამოვყოთ მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა ტექსტში 1892 წლის გამოცემის მომზადების დროს. 1892 წელს, მოთხრობის თხზულებათა სრულ კრებულში დასაბეჭდად მომზადებისას, ილიას ტექსტიდან ზოგიერთი რამ ამოუღია, ზოგიჩაუმატებია ან ახლით შეუცვლია.
1892 წლის გამოცემაშიივერიისტექსტს მწერალმა დაუმატა ერთი საკმაოდ ვრცელი, თითქმის ერთი გვერდის მოცულობის ეპიზოდი. პირველნაბეჭდის მიხედვით, ძმის ჩამოხრჩობის შემდეგ უმცროსი ძმა უკან გაჰყვება პეტრეს და დალუქულ წერილს გადასცემს. საქმე ის არის, რომ არადამაჯერებელი, საიდან უნდა ჰქონოდა უმცროს ძმას ჯიბეში პეტრესათვის განკუთვნილი დალუქული წერილი, მან ხომ არ იცოდა, რომ სახრჩობელასთან ნახავდა მოხუცს. თან, რამდენადაც წერილში არა მხოლოდ ძმების წარსულზე, არამედ ჩამოხრჩობის ფაქტზე და სახრჩობელასთან თვშეყრილთა შორის პეტრეს დგომაზეა საუბარი, წერილი ამ ამბის შემდეგ უნდა ყოფილიყო დაწერილი და ძნელი დასაჯერებელია, რომ ბეჟანის ძმას მისი დაწერა პეტრეს ბაკებისკენ წასვლის შემდეგ მოესწრო და გზაში დასწეოდა გადასაცემად. ყოველივე ამის გამო, მწერალმა შემოიტანა დუქნის ეპიზოდი, სადაც პეტრემ ბაკებში წასვლამდე შეიარა. იქ შევიდა უმცროსი ძმაც, მედუქნეს გამოართვა ფანქარი და ფურცელი და პეტრეს თვალწინ დაწერა ეს წერილი, ხოლო როდესაც პეტრე დუქნიდან გამოვიდა, უკან გაჰყვა და გადასცა. ამ ეპიზოდის დამატებამ ტექსტი უფრო დამაჯერებელი გახადა.
ხსენებული ეპიზოდის დამატებამ გამოიწვია ტექსტში განხორციელებული რამდენიმე სხვა ცვლილებაც. ნაბდიანი უცნობის განსაზღვრებად გამოყენებული სიტყვაერთიფრაზაში: “ერთი ნაბადში გახვეული ყმაწვილი”, ილია ჭავჭავაძემ ჩაანაცვლა სიტყვებითისევ ის” (234.31), რადგან ეს ყმაწვილი უკვე ნახსენები იყო დუქნის ეპიზოდში. უმცროსი ძმის მიერ სახელდახელოდ დაწერილი ბარათი თხზულებათა 1892 წლის გამოცემაში უკვექაღალდად”, და უბრალოწიგნადანუ წერილად, იხსენიება და არა დალუქულწიგნად”. შესაბამისად, იქ, სადაცივერიის პუბლიკაციაში ეწერა: აჰა, ჩამომართვი ეს წიგნი, - უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა”, ავტორმა დაამატა:  და მიაჩეჩა ხელში ქაღალდი” (234.33), ფრაზანახა ლაქით დაბეჭდილია” (235. 18) – ამოიღო, ფრაზაშვილმა ახსნა ბეჭედი” (236.15), კი ასე შეცვალა: “შვილმა წიგნი გახსნა”.
ტექსტის უკანასკნელ ავტორიზებულ წყაროს ეტყობა სტილისტური დახვეწის კვალიც. ცალკეული სიტყვები ჩანაცვლებულია მათი სინონიმებით ან მათთან ახლოს მდგომი ლექსიკური ერთულებით. წინადადებაში: “აქეთ, პატარა მოშორებით, თავი მოეყარნათ ხარებსა, ჩამდგარიყვნენ გუბის პირას, თვალებ-დახუჭვილნი იცოხნებოდნენ და კუდით იგერიებდნენ მოუსვენარ ბუზებსა” (223.19) “ივერიის პუბლიკაციაშიავტორს ეწერა სიტყვაუსიამოვნოდა თხზულებათა კრებულში იგი სხვა განსაზღვრებით - “მოუსვენარითშეუცვლია.
წინადადებაში: “შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი” (239,23) ადრე ეწერა სიტყვანაკვერჩხალიდა მწერალს შეუცვლიანაღვერდალით”. ძნელი სათქმელია, ზუსტად რა მოსაზრებით ცვლიდა იგი ამა თუ იმ სიტყვას, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ. ილია ჭავჭავაძე იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროზაული ნაწარმოებების ჟღერადობას, რომ, გამორიცხული არ არის, სიტყვანაღვერდალისათვისუპირატესობის მინიჭება გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ იგი თავისი ჟღერადობით ახლოს არის იმავე წინადადებაში გამოყენებულ სიტყვანაღველთანდა თან ისე მჭახედ არ ჟღერს, როგორც სიტყვანაკვერჩხალი”. მეორე მხრივ, რადგან ეს სიტყვები ოდნავ განსხვავებული შინაარსისაა, მწერლის არჩვანი შეიძლება სემანტიკური განსხვავებითაც ყოფილიყო განპირობებული. “ნაკუერცხალისულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, “ცეცხლის ნაკუეთია”, ხოლონაღუერდალი” - “მრავალი ნაკუერცხალი”. შესაბამისად, ბოლო ვარიანტის მიხედვით, უმცროსი ძმის გულში შემორჩენილი იმედი ცოტათი უფრო დიდია.
1892 წლის გამოცემაში ამოღებულია ზოგიერთი ფრაზა. სიტყვების: “აქ გაიგო, რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზედ ერთს კაცს ჩამოარჩობენოშემდეგ ჟურნალივერიაშიეწერაკაცის მკვლელობაში მოუსწვრიათო”, რაც 1892 წლის გამოცემაში ამოღებულია. მწერალმა ამ ფრაზის ამოღებით კიდევ უფრო პარადოქსული გახადა პეტრეს მდგომარეობამან არც კი იცოდა, რისთვის უნდა ჩამოეხრჩოთ ეს ყმაწვილი.
წინადადებიდანარც ეგ არის ურიგო” - სთქვა გულში პეტრემ, - ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო?” (229.17), 1892 წლის გამოცემიდან ამოღებულია სიტყვაუფრო”, რაც მნიშვნელოვნად ცვლის სათქმელს. ფრაზითეგ უფრო კარგიც იქნებაგამოდიოდა, რომ კაცის კვლა ხომ კარგია და ჯამბაზობა - უფრო კარგი იქნებოდა. მართალია, ფრაზაარც ეგ არის ურიგოისედაც არის ამ აზრის მატარებელი, მაგრამ სიტყვით -”უფრომისი გაძლიერება და უტრირება ხდებოდა, რასაც თავს არიდებდა ავტორი.
წინადადებიდანსაწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო (236..31) სიტყვაციება ამოღებულია.
წინადადებიდან, რომელიცივერიაშიასე იკითხებოდა: “ბიჭი იყო შინამოსამსახურეჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყოჩვენა გვცემდა, ყველანიშინაურები, ვისაც კი შეეძლო და არ შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში” (237.11) ფრაზადა არ შეეძლო”, რომელიც სასაუბრო მეტყველებისთვის არის დამახასიათებელი და ერთგვარი გაზვიადებაა, მწერალს ამოუღია. სავარაუდოდ, ამავე მიზეზით გამოტოვა ავტორმა ფრაზიდანვითმინეთ, ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთერთივითმინეთ” (237.17).
ივერიის პუბლიკაციის ფრაზიდან: “ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს” (232.7), სიტყვა ბიჭი 1892 წლის გამოცემაში იქნა ჩამატებული. სანამ პეტრე სიკვდილმისჯილს შორიდან ხედავდა, ავტორი მასფარაჯაში გახვეულ კაცადმოიხსენიებდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იგი პეტრეს ახლოს ჩამოუტარეს და დაინახა, რომ ახალგაზრდა იყო, საჭირო გახდა იმის დაზუსტება, რომ ის ბიჭი იყო და არა კაცი და სიტყვის ჩამატებაც, ვფიქრობ, ამან გამოიწვია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გვაქვს სიტყვათა ჩამატების შემთხვევებიც. წინადადებაში: “მარტო კარგს, გზის მცოდნეს, სანდო მეხრეს და კაი ხარკამეჩის პატრონს ანდობენ ხოლმე მაგ პირველობას”. 1892 წლის გამოცემაშისანდოსწინ ჩამატებულია სიტყვაფხიზელს” (228.34). შესაძლოა ეს ლექსიკური ერთეული უბრალოდ, აღწერილობის დასაზუსტებლად ჩაამატა ავტორმა, მაგრამ, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სიტყვაფხიზელიდასჭირვებოდა სულიერ სიფხიზლეზე მისანიშნებლად, რადგანმამლის”, “პირველობისადასიფხიზლისთემა პეტრესთან მიმართებით, ალუზიურად უკავშირდება პეტრე მოციქულს, გოლგოთის მთაზე მაცხოვრის მიერ სამი მოწაფის, მათ შორის პეტრესთვის, ნათქვამ სიტყვებს: “ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა” (მათე 26.40), პირადად პეტრეს დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხს:  მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაისკნელ და უკუანაისკნელნი პირველ” (მარკ. 10. 31) და, მაცხოვრისავე წინასწარმეტყველების შესაბამისად, მამლის ყივილზე გაღვიძებულ პეტრეს სინანულს .
1892 წლის გამოცემში, “ივერიისპუბლიკაციისგან განსხვავებით, შეცვლილია ცალკეული სიტყვების ორთოგრაფია: კამბეჩიკამეჩი, ღვდელი - მღვდელი, ბაცბაციბარბაცი, ჟრიამულიჟღრიამული, ცარცვაძარცვა, მახათამახატა, დიახდიაღ, ეხლაახლა, აზდიოდაასდიოდა, თვალებდახუჭვილითვალებდახუჭული, ქურდბაცაციობაქურდბაცაცობა. ეს ცვლილებები არ უნდა იყოს განპირობებული რაიმე კონცეპტუალური მიზანდასახულობით, რადგან ორივე სახის მართლწერა თანაბრად იყო გავრცელებული იმდროინდელ ენაში, მაგრამ ზოგჯერ ცვლილების მიზნი უფრო მკაფიოა. ასეთია, მაგალითად, ის შემთხვევები, როდესაც მწერალი კუთხური მეტყველებისთვის დამახასიათებელ ფორმას ცვლის სალიტერატუროთი: შავიტყობშევიტყობ, მამატყუებთმომატყუებთ და სხვ. ან ვითარებითი ფორმისთან”-იან ფორმას ცვლისდონ”-იანით: “თუმნათათუმნადა, სირცხვილათაცსირცხვილადაც, სიცილათაცსიცილადაც და სხვ.
საინტერესოა ცვლილებები პირის ნიშანთა სისტემაში. პირველნაბეჭდისჰსპრეფიქსიდან სიტყვებში: ჰსწვავდა, ჰსცოხნიდა, დაჰსძრა, შეჰსძლებდა, მიჰსცეს, გამოჰსთქვა, ჰსთქვა, ჰსცხვენოდა, მოჰსწონდა, ჰსჯობიაო, გაჰსწია, ჩამოჰსდიოდა, ჰსწერია, დაჰსდებდეს და სხვ. 1892 წელს ავტორმაამოიღო, იქ, კი, სადაცივერიის ტექსტში არავითარი პრეფიქსი არ იყო, ჩამატებულიაან”: ნახაჰნახა, ხმარობდაჰხმარობდა, ყაბულობდაჰყაბულობდა, ყაყანებდაჰყაყანებდა, ლაზღანდარობდაჰლაზღანდარობდა, ხარხარებდაჰხარხარებდა, ხედავდაჰხედავდა, ჭამესსჭამეს, ჩივისსჩივის, და სხვ. სუფიქსების ასეთი ცვალებადობა განპირობებული იყო სწორედ ამ პერიოდში მართლწერის განვითარების ტენდენციებით.
არის ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც უფრო ილია ჭავჭავაძის ენისთვის არის დამახასიათებელი, მაგ. “ზედთანდებულისთვის უპირატესობის მინიჭება. პირველნაბეჭდში გამოყენებულიზეთანდებული სიტყვებში: “რუმბზე”, “მოედანზე”, “კიბეზედაცარიელზეშეცვლილია თანდებულისზედდაწერილობით.
ზოგან სავრცობიანი ფორმა შეცვლილია უსავრცობოთი და ირიბი თქმა შეცვლილიაპირდაპირით, რაც, სალაპარაკო მეტყველების სალიტერატუროთი შეცვლას უნდა ემსახურებოდეს: “ურმითა” - “ურმით”, “სიცოცხლეშიო” - “სიცოცხლეშიდა სხვ.
ამ ვარიანტული სხვაობების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 1892 წლის გამოცემის მზადებისას მწერალს საკმაოდ საფუძვლიანი მუშაობა ჩაუტარებია მოთხრობისსარჩობელაზედტექსტზეტექსტის შინაარსის დამაჯერებლობის გასაზრდელად ჩაუმატებია ერთი ეპიზოდი, ცალკეული ადგილები სტილისტურად დაუხვეწია და მთელი ტექსტი გაუმართავს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად.
ამ პუბლიკაციის შემდეგ მოთხრობასარჩობელაზედილია ჭავჭავაძის სიცოცხლეში აღარ გამოქვეყნებულა და არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ავტორს მასში კიდევ შეეტანოს რაიმე ცვლილებები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 1892 წლის გამოცემაში დაბეჭდილი ტექსტი ნაწარმოების უკანასკნელი ვარიანტი და მისი ბოლო ნების გამომხატველია. ასეთია მოთხრობის სარჩობელაზედ” Dშექმნაზე მწერლის ხანგრძლივი შემოქმედებითი მუშაობის ბოლო ეტაპი.


No comments:

Post a Comment